ფეხბურთი

11:12 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სარიმ "ლაციოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

რომის „ლაციომ“ მაურიციო სარის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. იტალიელი სპეციალისტი „არწივებს“ 2025 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

სარის ძველი ხელშეკრულება 2023 წელს იწურებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილია.

63 წლის მწვრთნელმა „ლაციო“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და მისმა გუნდმა სერია A-ში მეხუთე ადგილი დაიკავა. სარის არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის „ნაპოლიში“, „ჩელსისა“ და „იუვენტუსში“.

0.114439