სხვა

2:22 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონი კვარტარარო „იამაჰაში“ 2024 წლის ბოლომდე დარჩება

მოტო გრანპრის მსოფლიო ჩემპიონი, ფრანგი ფაბიო კვარტარარო „იამაჰაში“ 2024 წლის ბოლომდე დარჩება. ამის შესახებ, იაპონურმა გუნდმა გამოაცხა და ამით წერტილი დაუსვა მითქმა-მოთქმას მოქმედი ჩემპიონის მომავლის შესახებ.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარტარარო, ვინც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატს რვაქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მოლაპარაკებას მოტოციკლების სხვა კომპანიებთან აწარმოებდა.

„იამაჰას ჩემი მას შემდეგ სჯერა, რაც ერთად ვართ. და მე ამას მთელი სერიოზულობით სერიოზლად აღვიქვამ. ეს ახალი კონტრაქტი კი მნიშვნელოვანია. ჩემი კარიერის საუკეთესო ეტაპზე ვარ და ამიტომ, გადაწყვეტილების მისაღებად, გარკვეული დრო დამჭირდა“, - განაცხადა 23 წლის კვარტარარომ, ვინც გასული და მიმდინარე სეზონებში, „იამაჰასთან“ ერთად, ექვსი რბოლა მოიგო და კვარცხლბეკზე 14-ჯერ ავიდა.

„მე მჯერა იამაჰას მოტო გრანპრის პროექტის და ვგრძნობ, რომ გუნდი სრულად მოტივირებულია. და ახლა, როცა გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღეთ, შეგვიძლია მთელი ყურადღება, მიმდინარე სეზონზე გადავიტანოთ“, - ამბობს მოტო გრანპრის პირველი ფრანგი ჩემპიონი.

0.137779