ფეხბურთი

1:39 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport: ჯენარო გატუზომ "ვალენსიასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ესპანურ „ვალენსიას“ ჯენარო გაწვრთნის. Sky Sport-ის ინფორმაციით, იტალიელმა მწვრთნელმა „ღამურებთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა

გატუზო „ვალენსიას“ 2024 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება პუნქტი, რომლის თანახმად, კონტრაქტის განახლება 2025 წლამდე იქნება შესაძლებელი.

„ვალენსიას“ ხოსე ბორდალასის გათავისუფლებისა და გატუზოს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ეს უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

ჯენარო გატუზოს „პალერმოში“, „მილანსა“ და „ნაპოლიში“ აქვს ნამუშევარი, ასევე ბერძნულ „ოფიში“, სადაც გიორგი ლორიასთან და გიორგი მერებაშვილთან უმუშავია. ასე რომ, ახლა კიდევ ერთ ქართველ მეკარეს გაწვრთნის - გიორგი მამარდაშვილს.

0.121948