ფეხბურთი

0:46 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "გულშემატკივრებმა სტადიონზე უმაგრესი ატმოსფერო შექმნეს"

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებთან მატჩის შემდეგ (4:0) ხვიჩა კვარაცხელიამ და გურამ კაშიამ კომენტარები გააკეთეს. მათ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ „დინამო არენაზე“ შესანიშნავი გარემო იყო.

„მინდა, გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო, მოგვენატრა „დინამო არენაზე“ თამაში, დიდი დრო იყო გასული, რაც აქ არ გვეთამაშა. უმაგრესი ატმოსფერო შეგვიქმნეს და მათ 12 ივნისსაც ველოდებით, რადგან ჩვენი მიზანია, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ და მათი დახმარება ძალიან გვჭირდება“, - თქვა კვარაცხელიამ.

„რაც მთავარია, მოვიგეთ. საწყის ნახევარ საათში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ამის შემდეგ ვცდილობდით თამაში გაგვეკონტროლებინა, რაც შევძელით ბოლო 10 წუთში 2 გოლი იყო. გულშემატკივარს დიდი მადლობა, რომ ასეთი რაოდენობა მოვიდა და ძალიან კარგია, რომ პანდემიის შემდეგ გულშემარტკივარი სრულად დაბრუნდა“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად 5 ივნისს, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრე (1:1) ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116772