ფეხბურთი

0:36 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "ჯერ არაფერი დასრულებულა, წინ კიდევ სამი მატჩია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ გიბრალტართან მატჩის (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჯერ დასრულებული არაფერია, რადგან წინ კიდევ სამი მნიშვნელოვანი მატჩია.

„დიდი მადლობა მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო. ჩვენთვის ძალიან დიდი მუხტია, როცა ტრიბუნები სავსეა. კარგად ვითამაშეთ და ჩვენი ამოცანა იყო ბევრი გოლი გაგვეტანა. ამით არაფერი სრულდება და ვემზადებით შემდეგი სამი მატჩისთვის. „ფენერბაჰჩეში“ ტრანსფერი? ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერი ვიცი“, - თქვა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძემ გიბრალტართან მატჩში 2 საგოლე პასი შეასრულა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივნისს, სტუმრად ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.

0.124075