ფეხბურთი

0:27 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "დინამო თბილისთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ გიბრალტართან მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა და „დინამო თბილისთან“ მოლაპარაკებები დაადასტურა.

„სიმართლე გითხართ, არ ველოდი ძირითად შემადგენლობაში თამაშის დაწყებას, მაგრამ შანსი მომეცა და ვეცადე ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. რაც შეეხება შეხვედრას, ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, რაც მთავარია მოვიგეთ. პირველი და მეორე ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტთან შეხვედრა მქონდა და მოლაპარაკებები იყო, მაგრამ ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არაფერია და არ ვიცი, რა მოხდება“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ საკუთრებაშია და ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ერთა ლიგაზე 5 ივნისს, სტუმრად ბულგარეთთან ჩაატარებს.

0.128764