ფეხბურთი

22:22 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველომ ისე ითამაშა, როგორც ველოდით"

გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხულიო რიბასმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთან რთულ თამაშს ელოდა, რადგან ძალიან კარგი გუნდია.

„კმაყოფილი ვარ, რადგან საინტერესო თამაში გამოვიდა. საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და კარგად ითამაშა. ვინაიდან, ჯგუფის მეორე მატჩი ფრედ დასრულდა, თქვენთვის მომდევნო შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება. რა თქმა უნდა, რთულ თამაშს ველოდით, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან როგორც ვთქვი, საინტერესო თამაში იყო.

რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მეორე ტაიმში შედარებით უკეთ ვითამაშეთ. რევანში საქართველოსთან? ამაზე ფიქრი ნაადრევია, რადგან მანამდე სამი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ახლა მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ. საქართველოსთან რევანშზე ფიქრი ახლა ნამდვილად ნაადრევია.

საქართველოს ნაკრების მატჩები მარტში ვნახე და დაახლოებით ის თამაში ვიხილეთ მისგან, რასაც ველოდით. ჩვენ ყველა მატჩისთვის იმის მიხედვით ვემზადებით, ვინ არის ჩვენი მეტოქე. ჩრდილოეთ მაკედონია განსხვავებულად თამაშობს, ამიტომ, მათ წინააღმდეგ სხვანაირად მოვემზადებით, ვიდრე საქართველოსთან და სხვა იდეები გვაქვს“, - თქვა რიბასმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 6-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს, მომდევნო მატჩს 5 ივნისს, რაზგრადში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118988