ფეხბურთი

15:38 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი უკრაინის შოტლანდიასთან გამარჯვებაზე: „სიხარულის მოკლე წამი საშინელებათა შუაგულში“

ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ფეხბურთის ექსპერტი, გარი ლინეკერი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოეხმაურა ტვიტერში, რომელიც ოთხშაბათს უკრაინის ეროვნულმა გუნდმა სტუმრად მოუგო შოტლანდიისას - 1:3.

„სიხარულის მოკლე წამი საშინელებათა შუაგულში უკრაინისთვის. როგორი მშვენიერი და გამძლე ხალხია.“ - წერს ლინეკერი.

ფინალურ მატჩში უკრაინელები უელსს შეხვდებიან 5 ივნისს კარდიფში. გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

0.125811