საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის 2022 წლის სეზონის პირველ ტურში თბილისში, გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებს.
ვილი სანიოლის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილი გახდა, რომელიც ასეთია:
საქართველო (3-4-3): ლორია; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა; ლობჟანიძე, აბურჯანია, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი; ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდის 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. საქართველოსა და გიბრალტარის შეხვედრა 2 ივნისს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება.