„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ტიაგუ ალკანტარა, ტრავმის გამო, ესპანეთის ნაკრებს ერთა ლიგის ივნისის მატჩებში ვერ დაეხმარება - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
31 წლს ფეხბურთელმა უკვე დატოვა ეროვნული გუნდის საწვრთნელი ბანაკი. მას კუნთის ტკივილი აწუხებს.
ბევრი მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს აკრიტიკებს, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ჯერაც ტრავმამოუშუშებელი ტიაგო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ათამაშა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ და ის 77-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
დღეს, 2 ივნისს, ესპანელები ერთა A ლიგის მეორე ჯგუფის პირველი ტურის მატჩში, სევილიაში პორტუგალიელებს უმასპინძლებენ. თამაში თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.