ფეხბურთი

11:24 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მილნერმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო ფეხბურთის წინაშე დამსახურებისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

36 წლის მილნერი ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერისთვის და საქველმოქმედო ფონდის დაარსებისთვის დააჯილდოვეს, რომელიც ბრიტანელ ახალგაზრდებს ჯანმრთელი დასვენების ორგანიზებაში ეხმარება.

მილნერი „ლივერპულში“ 2015 წლიდან თამაშობს. მერსისაიდულ კლუბში ის „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

0.064724