ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების შეხვედრა (იტალია - არგენტინა), რომელსაც ფინალისიმო დაარქვეს, ამ უკანასკნელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა - 0:3.
„არაჩვეულებრივი გარემო იყო „უემბლიზე“ და შესანიშნავი თამაში, რათა ფინალისიმო მოგვეგო.“ - დაწერა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში არგენტინელთა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ეს არგენტინის ეროვნული გუნდის მაისურით მოპოვებული მესის მეორე სანაკრებო ტიტული გახლდათ. პირველი მან შარშან მოიგო, როცა ფინალში ბრაზილიასთან გამარჯვების შემდეგ (1:0) კოპა ამერიკის თასი ასწია.