ფეხბურთი

23:22 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" დე იონგის ტრანსფერზე "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები დაიწყო

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს და კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელით „წითელი ეშმაკები“ დაინტერესებული არიან და „ბარსასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს კიდეც. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ დე იონგს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

თავის მხრივ, „ბარსელონას“ ფინანსური კრიზისის გამო მოუწევს რომელიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელთან შელევა მოუწევს. ფეხბურთელი 85 მილიონ ევროდაა შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წელს გადავიდა და 140 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. მანამდე ის ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126777