ფეხბურთი

22:10 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი შესაძლოა "ლივერპულიდან" წავიდეს, მაგრამ ინგლისში დარჩება

მოჰამედ სალაჰი „ლივერპულს“ ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და ეგვიპტელი ფეხბურთელის მომავალი მედიისთვის აქტუალური საკითხია.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სალაჰი მომდევნო სეზონს „ლივერპულში“ გაატარებს, რადგან კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა შემდეგ მერსისაიდელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

როგორც ირკვევა, სალაჰს გადაწყვეტილი აქვს, რომ „ლივერპულიდან“ წასვლის შემთხვევაში ინგლისში დარჩეს, რადგან იქ თავის ოჯახთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ის „წითლების“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს გააძლიერებს.

„მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ და „ნიუკასლი“ - ეს გუნდები დაუკავშირებს აფრიკელი შემტევის მომავალს. სიაში „ნიუკასლის“ მოხვედრა გასაკვირი არაა, რადგან „კაჭკაჭების“ ახალი მფლობელები დიდ მიზნებს ისახავენ.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულს“ 2017 წელს „რომადან“ შეუერთდა და 254 შეხვედრაში 156 გოლი აქვს გატანილი. ეგვიპტელ ფეხბურთელს სხვა ინგლისურ კლუბში უკვე უთამაშია - თავის დროზე „ჩელსის“ წევრი იყო, მაგრამ „არისტოკრატებში“ ფეხი ვერ მოიკიდა.

0.114455