ფეხბურთი

17:49 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტემ "ტოტენჰემიდან" 7 ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კლუბის ხელმძღვანელობისგან ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გადახალისებას ითხოვს.

ბრიტანული მედიის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი გუნდიდან 7 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს და მის „შავ სიაში“ მოხვედრილი მოთამაშეების გვარებიც ცნობილია. კონტეს გეგმებში დევინსონ სანჩესი, სერხიო რეგილონი, ჯო როდონი, ტანგი ნდომბელე, ჰარი ვინკსი, სტივენ ბერგვაინი და ჯოვანი ლო ჩელსო არ შედიან. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ კლუბმა ისინი გაყიდოს.

თავის მხრივ, იტალიელი სპეციალისტი ახალ ფეხბურთელებსაც ითხოვს, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზის გაძლიერება სურს, სადაც მისი ფავორიტი ალესანდრო ბასტონია, რომელთან ერთად „ინტერში“ მუშაობდა. კონტეს იტალიელი მცველის ალტერნატივად იოსკო გვარდიოლი ესახება, „ლაიფციგის“ ხორვატი მცველი.

აქვე გეტყვით, რომ „ტოტენჰემმა“ პირველი ტრანსფერი უკვე გააოფიციალურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ივან პერიშიჩი დაიმატა.

0.107899