ფეხბურთი

17:09 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

ჯორჯო კიელინი კარიერას არ დაასრულებს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, 37 წლის მცველი MLS-ში გადაბარგდება, სადაც „ლოს ანჯელესის“ ღირსებას დაიცავს.

ინფორმაცია უახლოეს დღეებში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს. ჯორჯო ამერიკელებს 18-თვიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომლის დეტალები უცნობია.

კიელინიმ „იუვენტუსი“, სადაც 2005 წლიდან თამაშობდა, უკვე დატოვა, ხოლო დღეს იტალიის ნაკრებში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. ჯორჯომ ტურინულ გრანდში გატარებულ 17 სეზონში 561-ჯერ ითამაშა და 36 გოლი გაიტანა.

ვეტერანი მცველის კარიერა მშობლიურ „ლივორნოში“ დაიწყო და 2004 წელს „იუვენტუსმა“ იყიდა, თუმცა, ტურინელებმა 2004-2005 წლების სეზონში ის ფლორენციის „ფიორენტინაში“ გაანათხოვრეს, საიდანაც 2005 წლის ზაფხულში დაიბრუნეს და მას მერე, ჯორჯომ „ბიანკონერის“ 17 წელი უერთგულა.

0.117076