ფეხბურთი

14:40 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა "ფერენცვაროშში" გადავიდეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შესაძლოა უნგრულ „ფერენცვაროშში“ გადავიდეს. ამის შესახებ უნგრულ გამოცემა Csakfoci-ზე დაყრდნობით პოლონური მედია იტყობინება.

წყაროს თანახმად, უნგრეთის მოქმედი ჩემპიონი ახალგაზრდა ქართველი შემტევით დაინტერესებულია, მაგრამ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. წიტაიშვილმა სეზონი კრაკოვის „ვისლაში“ დაასრულა, რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასადან გავარდა და მისი იქ დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია.

გიორგი კიევის "დინამოს" საკუთრებაშია და უკრაინელები მას დაახლოებით 2 მილიონ ევროდ შეელევიან, თუმცა, რამდენად აპირებენ ამ თანხის გადახდას უნგრელები, უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ „ფერენცვაროშში“ გიორგი ხარაიშვილი და ლაშა დვალი ირიცხებიან, მაგრამ სათამაშო დროს ორივე მოკლებულია.

0.131695