ფეხბურთი

11:29 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაგუაირი: "შოკირებული ვიყავი, როცა ინგლისის ნაკრების ფანები დამცინოდნენ"

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ჰარი მაგუაირმა კრიტიკის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რომ ინგლისის ნაკრების ფანები აკრიტიკებენ და დასცინიან.

„მე საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის, რომ მივიღო კრიტიკა ადამიანებისგან, რომლებიც მიმითითებენ რა უნდა გავაკეთო, მაგრამ არსებობს ზღვარი. ხშირად მეკითხებიან, როგორ მოქმედებს ეს კრიტიკა ჩემზე, თუმცა, ჩემი მენტალიტეტი ისეთია, რომ ძალიან არ მაწუხებს. რაც შეეხება ასაფეთქებელი მოწყობილობის დაყენებას და მსგავს მუქარას, უბრალოდ მიხარია, რომ ჩემი შვილები ჯერ ისეთ ასაკში არიან, რომ პრესას ვერ კითხულობენ. მართალი გითხრათ, შოკში ვიყავი, როდესაც ინგლისის ბოლო მატჩის შემდეგ გულშემატკივრები დამცინოდნენ. უბრალოდ გამიკვირიდა. ეს ჩემს კარიერაში ადრე რომ მომხდარიყო, შეიძლება გავბრაზებულიყავი, მაგრამ ახლა არა. ყველამ იცის, რა გავაკეთე ამ 5 წელიწადში ნაკრებისთვის“, - თქვა მაგუაირმა.

0.118687