ჩოგბურთი

3:32 | 1.06.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ნადალმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

როლან გაროსის 13-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი 6-2, 4-6, 6-2, 7-6(4) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, გერმანელი ალექსანდერ ზვერევი იქნება. ამ მოგებით, ესპანელი ჩოგბურთელი დიდი სლემის 22-ე ტიტულის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ შარშან როლან გაროსის ნახევარფინალში, ჯოკოვიჩმა სწორედ ნადალს მოუგო და შემდეგ ტურნირის ჩემპიონი გახდა. წლვანდლი ტურნრისთვის ორივე მეტნაკლებად კალაპოტიდან ამოვარდნილია - ჯოკოვიჩს ცოტა შეხვედრა აქვს ჩატარებული. ნადალი კი ტრავმების გამო, თვენახევარი უქმობდა.

საინტერესოა, რომ ნადალს 2005 წლის შემდეგ, როცა როლან გაროსზე პირველად ითამაშა, ამ ტურნირზე მხოლოდ სამი შეხვედრა აქვს წაგებული. ერთ წაგებას წინა წრეში, კანადელ ფელიქს აუგერ ალიასიმესთან გადაურჩა. მის ესპანელს დასამარცხებლად ხუთი სეტი დასჭირდა.

მეოთხე სეტში, ჯოკოვიჩს სეტებში ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდა. ის თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა. მაგრამ სეტის მიწურულს, ნადალმა შეძლო საპასუხო ბრეიკის აღება და ტაიბრეიკს მიაღწია, სადაც მეტოქეზე სტაბილური იყო და სეტთან ერთად, შეხვედრასაც წერტილი დაუსვა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:22 | 25.04.2014
saqme (2310)

ხშირი შემთხვევა რომ მის დრიბლინგს მცველების დაბნევა და ძირს დაყრას იწვევს::საღოლ ოქრიიიიიიიიიი

13:49 | 25.04.2014
levani82 (41682)

კობახიძემ მგონი გადაიფიქრა და დნიპროდან წამოსვლა უნდა

13:05 | 25.04.2014
matri (2779)

დინამოს კარგი კავშირები და მენეჯერი რომ ყავდეს დნიპროდან ლობჟანიძესა და კობახიძეს ინათხოვრებდა, ილურიძე რომ ჩამოიყვანონ მშვენიერი იქნება, ზაფხულში შეიძლება დვალიშვილიც წავიდეს ლეგიადან და მასაც თუ მოიყვანენ გუნდი ევროპის ლიგისთვის მზად იქნება.

19:22 | 25.04.2014
echviani (1657)

დინამო რა დაწუნებულების კლუბია?

13:30 | 25.04.2014
ლეგენდა კობი (748)

მართალი ხარ

0.065096