ავტოსპორტი

1:20 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო პერესმა „რედ ბულთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააგრძელა

მონაკოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სერხიო პერესმა და „რედ ბულმა“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააგრძელეს. მათ შორის მოლაპარაკება უკვე რამდენიმე კვირა გრძელდებოდა და ის მონაკოში ტრიუმფის შემდეგ მალევე დასრულდა. ცნობისათვის, მაქს ფერსტაპენს ხარებთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე აქვს.

მონაკოში მოპოვებული გამარჯვებით, 32 წლის პერესი, ფორმულა 1-ში ყველაზე წარმატებული მექსიკელი მრბოლი გახდა. გარდა ამისა, ის პირველი მექსიკელია, ვინც მონტე კარლოს ქუჩებში გაიმარჯვა. მან პირველი პოული მარტში, საუდის არაბეთში მოიპოვა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონის პირველ შვიდ რბოლაში, ის კვარცხლბეკზე ოთხჯერ ავიდა.

„ჩვენ ეჭვი არასდროს შეგვპარვია მის სისწრაფეში, შესაძლებლობებში და გამოცდილებაში. და გვიხარია, რომ ჩეკოსთან კონტრაქტს 2024 წლამდე ვაგრძელებთ“, - განაცხადა „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა.

პერესს ფორმულა 1-ში სულ სამი გამრჯვება აქვს მოპოვებული. მათგან ორი „რედ ბულის“ მანქანებით. ავსტრიული გუნდი მასში სისწრაფის და შესაძლებლობების გარდა, იმასაც აფასებს, რომ ის გუნდური მოთამაშეა და ხარების პოზიციებს კონსტრუქტორთა ჩემპიონატში აძლიერებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120262