სხვა

23:57 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კახი ასანიძის სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში კახი ასანიძემ სამი მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ვაჟმა 73 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა. კახიმ ატაცში სამი ცდიდან ორი გამოიყენა - 150 კგ ვერ დაძლია, მაგრამ მანამდე 144 კგ და ბოლო ცდაზე 150 კგ დააფიქსირა, რაც ამ დისციპლინაში ვერცხლის მედლისთვის გამოდგა საკმარისი.

აკვრაში ასანიძემ 172 და 176 კგ დაძლია, ბოლოს კი 179 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, თუმცა დააფიქსირებული წონა ამ დისციპლინაში ბრინჯაოს მედლისთვის საკმარისი გამოდგა. შედეგად, ორჭიდში კახის 326 კგ დაუგროვდა და ვერცხლის მედალი ერგო. ევროპის ჩემპიონი თურქი ძალოსანი ფურკან მუჰამედ ოზბეკი გახდა, რომელმაც ორჭიდში 339 კგ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მანამდე საქართველოს ნაკრებს შოთა მიშველიძემ და გოდერძი ბერდელიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ტურნირი 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და ფიცარნაგზე კიდევ 6 ქართველი ძალოსანი გავა.

0.118229