სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:53 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ზიდანს წელიწადში 25 მილიონი ევრო შესთავაზა

„პარი სენ ჟერმენი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნას ცდილობს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ფრანგ სპეციალისტს უკვე შეხვდა.

წყაროს თანახმად, შეხვედრა გასულ ორშაბათს შედგა და ალ-ხელაიფმა ზიდანს სეზონში ანაზღაურების სახით 25 მილიონი ევრო შესთავაზა. თუ ფრანგი წინადადებას მიიღებს, ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

ამჟამად ყველაზე მეტს დიეგო სიმეონე გამოიმუშავებს, რომლის ხელფასი „ატლეტიკოში“ წელიწადში 24 მილიონი ევროა, ხოლო მეორე ადგილზე სეზონში 23 მილიონი ევროთი „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი პეპ გვარდიოლაა.

რაც შეეხება ზიდანს, ის ამჟამად თავისუფალია და მადრიდის „რეალის“ გარდა, არსად უმუშავია, თუმცა, ესპანურ გრანდში პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო. პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი კი ჯერჯერობით ისევ მაურისიო პოჩეტინოა, რომლის გათავისუფლების შესახებ კლუბს განცხადება არ გაუკეთებია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113579