„პარი სენ ჟერმენმა“ პორტუგალიის ნაკრების ნიჭიერი მარცხენა მცველი ნუნუ მენდეში გამოისყიდა. ინფორმაცია ფრანგულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
მენდეშმა, რომელმაც გასული სეზონი პსჟ-ში იჯარით გაატარა, კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ ლისაბონის „სპორტინგმა“ 40 მილიონი ევრო მიიღო.
19 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2021-2022 წლების სეზონში „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით 37 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში გოლი არ გაუტანია, 2-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.