ფეხბურთი

16:26 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები ცნობილია

უეფამ ჩემპიონთა ლიგის აწ დასრულებული სეზონი შეაჯამა და სიმბოლურ ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ფინალისტი გუნდების დომინირება შეინიშნება.

11 ფეხბურთელიდან 8 სწორედ ფინალისტს წარმოადგენს, ხოლო პსჟ, „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ თითო ფეხბურთელით არიან წარმოდგენილი. ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: ტიბო კურტუა (რეალი)

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ფაბინიო (ლივერპული), ლუკა მოდრიჩი (რეალი)

თავდამსხმელები: კილიან მბაპე (პსჟ), კარიმ ბენზემა (რეალი), ვინისიუსი (რეალი)

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში „ლივერპული“ ვინისიუს ჟუნიორის გოლით 1:0 დაამარცხა.

0.126371