ფეხბურთი

13:50 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოუენი: „მაინც მიმაჩნია, რომ „ლივერპული“ „რეალზე“ ძლიერია“

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, „ლივერპულისა“ და „რეალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, მაიკლ ოუენმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ჩენპიონთა ლიგის ფინალს იურგენ კლოპის გუნდი აუცილებლად მოიგებდა. ანგარიშსაც კი ასახელებდა - 3:0, ან 3:1.

მოგეხსენებათ მერსისაიდელებმა 0:1 წააგეს. თუმცა ოუენი ისევ თავის აზრზეა.

„ლივერპული“ ყველაფერს სწორად აკეთებდა. მაგრამ აქ „რეალი“ უნდა შევაქოთ. ეს გუნდი დიდი მატჩების მოგების ოსტატია.

ჩვენ ექსპერტები ვართ და ადამიანებს საკუთარი მოსაზრებები უნდა გავუზიაროთ. ალბათ შევცდით, როცა მეც, სტივენ ჯერარდიც და რიო ფერდინანდიც გამარჯვებას „ლივერპულს“ ვუწინასწარმეტყველებდით.

თუმცა, თუკი ერთი გუნდი იმარჯვებს, ეს არ ნიშნავს, რომ ჯამში მოწინააღმდეგეზე ძლიერია. მომავალ კვირას რომ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, დარწმუნებით იტყვით, „რეალი“ მოიგებსო?

მადრიდულ კლუბს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მგონია, „ლივერპული“ უფრო ძლიერია.“ - წერს ოუენი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113432