ფეხბურთი

12:44 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანტემ ზაფხულში შესაძლოა, „ჩელსი“ დატოვოს

„ჩელსის“ ფრანგმა შუახაზელმა, ნგოლო კანტემ, ლონდონური კლუბი შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს. მისით ტოპ-ლიგების რამდენიმე გუნდი დაინტარესდა - გვამცნობს L’Equipe.

კანტე და „ჩელსი“ უკვე რამდენიმე თვეა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 31 წლის ფრანგი თითქოს კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო არ არის, მაგრამ, ხელმძღვანელობასთან კომპრომისს ვერ აღწევს.

ახლახან კი ევროპის ტოპ-ლიგების რამდენიმე გუნდიდან მიწვევა მიუღია. კლუბების ვინაობა არ სახელდება.

კანტეს „არისტოკრატებთან“ ხელშეკრულებას ვადა გაისად ივნისში ეწურება.

0.11625