ფეხბურთი

10:24 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფატის კარიერის ბოლომდე „ბარსელონაში“ დარჩენა სურს

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ანსუ ფატიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბედნიერი იქნება თუ მთელ საფეხბურთო კარიერას „ბარსელონაში“ გაატარებს.

„თავიდანვე ვუთხარი ჩემს აგენტს და მამას, რომ ჩემი მიზანი „ბარსელონაში“ დიდი ხნით დარჩენაა. გადავწყვიტე და ვიმედოვნებ, ასეც იქნება. ჩემთვის დიდი პატივია აქ მე-10 ნომრით თამაში.

ახლა იოლი პერიოდი არ მაქვს. ტრავმებმა გამაწამა. ეს ძალიან ცუდია ფეხბურთელისთვის. თუმცა გაცილებით უარესი ამბებიც ხდება, მაგალითად ავადმყოფი მშობლები ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ამიტომ, მთავარი მოთმინებაა.“ - ციტირებს ფატის სიტყვებს Canal+.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101754