სხვა

0:51 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა მიშველიძემ საქართველოს სამივე სინჯის მედალი მოუტანა

შოთა მიშველიძემ საქართველოს ნაკრებს სამივე სინჯის - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი შესძინა!

ქართველმა ძალოსანმა (67 კგ.) ატაცში 135/139/142 კგ. დაძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა! ძალოსანმა აკვრაში 165 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 307 კილოგრამით კი ვერცხლის მედალს დაესაკუთრა!

აღსანიშნავია, რომ შოთამ 61 კგ. წონითი კატეგორია შეიცვალა და 67 კილოგრამში ეს მისი პირველი ასპარეზობაა.მიშველიძემ ატაცის ოქროს მედალთან ერთად საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ დაამყარა.

შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა გოგა ჩხეიძემ. ძალოსანმა გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, ატაცში 131/134/137 კგ.დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა. ჩხეიძემ აკვრაში თავი 155/159 კილოგრამს გაართვა და მე-6 პოზიციაზეა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 296 კილოგრამით კი მე-4 ადგილზე გავიდა.

0.175261