მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა ერთა ლიგის მატჩებში ბელგიის ნაკრებს ვერ დაეხმარება.
Marca-ს ცნობით, ბელგიელ კარის დარაჯს რამდენიმე კვირაა საზარდულის ტრავმა აწუხებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ტრავმით უთამაშია.
კურტუა ბელგიის ნაკრებში გამოძახებული იყო და მისი სიტუაცია ექიმებმა შეაფასეს, რის შემდგომაც გაირკვა, რომ უახლოეს მატჩებში ნაკრებს ვერ დაეხმარება. ბელგია ერთა ლიგაზე ნიდერლანდების, პოლონეთისა და უელსის ნაკრებებს გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი 9 დარტყმა მოიგერია და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.