ფეხბურთი

18:15 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "ბაიერნში" ჩემი ეპოქა დასრულებულია, იქ თამაში აღარ მინდა"

რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ თამაშს აღარ გეგმავს. პოლონელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მისი ერა მიუნხენურ გრანდში დასრულებულია და იმედი გამოთქვა, რომ კლუბი წასვლაში ხელს არ შეუშლის.

„ჩემი ეპოქა „ბაიერნში“ დასრულდა. ამ კლუბში თამაშის შესაძლებლობას ვეღარ ვხედავ. „ბაიერნი“ სერიოზული კლუბია და მჯერა წასვლაში ხელს არ შემიშლიან, რადგან იქ თამაში აღარ მინდა. ახლა ტრანსფერი საუკეთესო გამოსავალია და იმედი მაქვს, არ შემაჩერებენ“, - თქვა რობერტმა.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, 2023 წლის ზაფხულამდე. მიუხედავად ამისა, 33 წლის პოლონელი იმედოვნებს, რომ კლუბს ახლა დატოვებს და კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

აქვე გეტყვით, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მაისურით 2014 წლიდან დღემდე 374 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 344 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111613