რაგბი

16:55 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

თედო აბჟანდაძემ საფრანგეთში კლუბი შეიცვალა

საქართველოს ნაკრების მორაგბე თედო აბჟანდაძემ „ბრივი“ დატოვა და კარიერას „მონტობანში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ეს არის კლუბი, რომელიც საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში, პრო D2-ში თამაშობს. „მონტობანი“ თავის დროზე საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა.

თედო აბჟანდაძე „ბრივში“ 2019 წლიდან თამაშობდა, მაგრამ კლუბის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. ამიტომაც, „მონტობანში“ გადავიდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა უფრო რეგულარულად ექნება.

0.115548