ფეხბურთი

13:36 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - გიბრალტარს დანიელები იმსაჯებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებაში ჩაერთვება, რომლის პირველ ტურში გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლებს.

აღნიშნულ შეხვედრას დანიელი არბიტრები იმსაჯებენ. უეფას ვებგვერდის ცნობით, მთავარი მსაჯი მორტენ კროგი იქნება, რომელსაც დენის ვოლენბერგ რასმუსენი და სტეფენ ბრამსენი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრის ფუნქციას მიკელ რედერი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გიბრალტარის შეხვედრა 2 ივნისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება, ხოლო ამის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად დაუპირისპირდება.

0.12099