ფეხბურთი

1:15 | 30.05.2022 | ნანახია 0 - ჯერ

გიორგი მაკარიძის "ალმერია" და "ვალიადოლიდი" ლა ლიგაში დაბრუნდნენ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბოლო ტური ძალიან დრამატული გამოდგა, რომლის წინ არაფერი იყო გარკვეული. ბოლო ტურამდე „ეიბარი“ ლიდერობდა და ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა ლა ლიგაში აღზევების, მაგრამ უკვე გავარდნილ და ბოლოადგილოსან, შესაბამისად, უმოტივაციო „ალკორკონთან“ წააგო და მესამე ადგილზე დაქვეითდა, შედეგად, ლა ლიგაში ვერ გადავიდა. სამაგიეროდ, ლა ლიგის საგზური მოიპოვეს გიორგი მაკარიძის „ალმერიამ“ და „ვალიადოლიდმა“.

„ალმერია“ სტუმრად „ლეგანესთან“ ქულას გამორჩა (2:2), რაც საკმარისი იყო. მაკარიძის გუნდმა 81 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, აჯობა რა, ბურთების უკეთესი ბალანსით „ვალიადოლიდს“, რომელმაც „უესკა" დაამარცხა (3:0) და ლა ლიგაში მეორე ადგილით დაბრუნდა. თავის მხრივ, „ალმერია“ ლა ლიგას 2015 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ქართველ მეკარეს დღეს არ უთამაშია, თადარიგში იყო. ის გუნდის მეორე მეკარეა, სეზონში მხოლოდ ოთხი თამაში ჩაატარა, საიდანაც სამი ესპანეთის თასზე მოდის. გიორგის კლუბთან კონტრაქტი ზუსტად ერთ თვეში ეწურება. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2020-2021 წლების სეზონში მაკარიძე „ალმერიას“ მთავარი მეკარე იყო და ესპანურ კლუბს მაშინ ძალიან ცოტა დააკლდა ლა ლიგაში აღზევებამდე.

ამრიგად, „ალმერია“ და „ვალიადოლიდი“ ლა ლიგაში დაბრუნდნენ, ხოლო „ეიბარი“, რომელიც ბოლო ტურამდე ლიდერი იყო, მესამე ადგილზე და პლეი-ოფში გავიდა, სადაც ლა ლიგის მესამე საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვევა - „ეიბარის“ გარდა, სანუკვარი საგზურისთვის „ლას პალმასი“, „ტენერიფე“ და „ჟირონა“ იბრძოლებენ.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:50 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იმედია უნივერსალზე ბაიერნის თამაშს გაუშვებენ, ლიგა მაინც მაყურებინეთ წესიერათ, იმის პრეტენზია აღარ მაქვს პრემიერლიგა და ლალიგის ძირითადი თამაშები ფასიანზე რომ გადაიტანეთ

15:53 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ყველაფერი უფასოდ ვერ იქნება, ეგ მეც მესმის, მაგრამ ლიგაზე მაგარი ცუდს აკეთებთ

15:37 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ტუხელი რამდენიმე თამაშის ჩაგდების გამო გააგდეს, ამას ძაან ბევრი აპატიეს

14:56 | 08.03.2023
Bachana705 (373)

ისე დორტმუნდი გასულიყო ჯობდა არისტოკრატებისთვის. იმ მოსიარულე დიშლას მაინც გააგდებდნენ გუნდიდან.

14:10 | 08.03.2023
sul2 (1775)

ბენფიკა ძალიან ძლიერი გუნდია, ამ ეტაპზე მათთან შეხვედრა არავისთვის იქნება საჩუქარი, სეზონის რაღაც ეტაპზე ჩავარდნა დაეწყებათ სავარაუდოდ.

08:40 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნაპოლისთვის შედარებით კარგი ვარიანტი ბენფიკაა, ან ინტერი-პორტო

08:38 | 08.03.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ვულოცავ ჩელსის ფანებს გუნდის მეოთხედფინალში გასვლას, იმედია დანარჩენი ინგლისური გუნდებიც გავლენ, ნუ ლივერპულს მხოლოთ თეორიული შანსი აქვს

0.081243