ფეხბურთი

23:59 | 29.05.2022 | ნანახია NaN - ჯერ

10-წლიანი პაუზის შემდეგ "ოსერი" ლიგა 1-ში დაბრუნდა, "სენტ ეტიენი" - გავარდა

„ოსერი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ლიგა 1-ის პლეი-ოფის ფინალში ჟან-მარკ ფურლანის გუნდმა „სენტ ეტიენი“ დაამარცხა.

„ოსერმა“ ლიგა 2-ში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო „სენტ ეტიენმა“ ლიგა 1-ში მე-18, რის გამოც მათი გზები პლეი-ოფში გადაიკვეთა. პირველი მატჩი ერთი კვირის წინ „ოსერის“ სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრაშიც ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა.

ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ერთადერთი შეცდომა „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა რიად ბუდებუზმა დაუშვა და „ოსერმა“ სერია 5:4 მოიგო. შედეგად, 10 წლის მერე ისევ ლიგა 1-ში ითამაშებს.

„სენტ ეტიენი“ კი ლიგა 2-ში გავარდა. სხვათა შორის, პენალტების სერიის დასრულების შემდეგ მასპინძელი ფანები მოედანზე შეიჭრნენ და პეტარდები ისროლეს, რასაც დიდი არეულობა მოჰყვა. აშკარაა, რომ „სენტ ეტიენის“ გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის წარუმატებლობასთან შეგუება ვერ მოახერხეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.058889