„ლივერპულს“ სადიო მანე დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, 30 წლის სენეგალელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და ინგლისური გუნდის დატოვებას ეცდება. რა თქმა უნდა, დაინტერესებულმა კლუბმა ინგლისელებთან შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.
მანეს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მის მომავალს კი ყველაზე აქტიურად მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ. თუმცა, მანეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად გააგრძელებს კარიერას, რადგან აქამდე მხოლოდ სეზონის დასრულებამდე იყო კონცენტრირებული.
შეგახსენებთ, სადიო მანე „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობს და 270 მატჩში 120 გოლი გაიტანა. სენეგალელ ფეხბურთელს მანამდე „საუთჰემპტონსა“ და ავსტრიულ „ზალცბურგში“ აქვს ნათამაშები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რატო კაცო გააუმჯობესებდა შედეგებს ეხლა ცენტრიდა გაუშვებდა გოლებს
ბუფონ თავს ძალით რატო იბანძებ უდიდესი მეკარე ხარ და წადი აუცილებელია სტადიონიდან გააგსვენონ
წასვლა უნდა მიხვდე რა დროზე :დ
ეეჰ, ბლოკავენ "მალადოებს"