ფეხბურთი

19:30 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

რალფ რანგნიკმა "მანჩესტერი" დატოვა, ის კლუბის მენეჯმენტშიც არ იმუშავებს

რალფ რანგნიკმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა. გერმანელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტს რომ დატოვებდა, აქამდეც ცნობილი იყო, ახლა კი გაირკვა, რომ ის კლუბში საერთოდ აღარ დარჩება.

თავდაპირველი შეთანხმებით რანგნიკი „მანჩესტერში“ მწვრთნელობის შემდეგ კონსულტანტის პოზიციაზე იმუშავებდა, მაგრამ მხარეებმა განშორება გადაწყვიტეს. რანგნიკმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან სურს კონცენტრაცია მხოლოდ ერთ საქმეზე მოახდინოს - ავსტრიის ნაკრებზე, რომლის მთავარ მწვრთნელად ერთი თვის წინ დაინიშნა.

შეგახსენებთ, რალფ რანგნიკმა „მანჩესტერში“ გასული წლის შემოდგომაზე ოლე გუნარ სულშერი შეცვალა, მაგრამ კლუბს წარმატება ვერ მოუტანა. „იუნაიტედმა“ პრემიერლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა. რანგნიკს ინგლისურ გრანდში ერიკ ტენ ჰაგი შეცვლის.

0.112934