ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს მცირე ვერცხლის მედალი გოდერძი ბერდელიძემ მოიპოვა.
55 კგ წონით კატეგორიაში გოდერძიმ ატაცში 114 კგ დააფიქსირა და ამ დისციპლინაში ვერცხლის მედალს დაეუფლა. აკვრაში ქართველმა 134 კგ სამ ცდაზე ვერ დაძლია და შეფასების გარეშე დარჩა, შესაბამისად, ორჭიდში მედლისთვის ვერ იბრძოლა, თუმცა, ატაცში, როგორც ვთქვით, ვერცხლს დაეუფლა.
დღეს ფიცარნაგზე 61 კგ წონით კატეგორიაში რამინ შამილიშვილი გავა, ხოლო ხვალ შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე იასპარეზებენ.