ფეხბურთი

17:47 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა: "გასახდელში ჩემი თანაგუნდელები ჩემს სახელს სკანდირებდნენ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა"

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბელგიელმა აღნიშნა, ის „ოქროს ბურთზე“ არ ფიქრობს, ამ ჯილდოს მოგება მეკარისთვის თითქმის შეუძლებელია. სამაგიეროდ, თქვა, რომ მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო თამაშის შემდეგ გასახდელში თანაგუნდელების კომპლიმენტებია.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელია ჩემპიონთა ლიგის ფინალის ასე მოგება. ჩემთვის მთავარი არ იყო გმირის წოდება, არამედ გამარჯვება. მზად ვიყავი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ავიღე. სალაჰის მომენტზე ხელით ლამაზი სეივი მქონდა, მაგრამ ფეხითაც. აქ გუნდის დასახმარებლად ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

მეკარისთვის „ოქროს ბურთის“ მოგება რთულია, თითქმის შეუძლებელი, თან, როცა ბენზემა შენი თანაგუნდელია. შეიძლება, მაგრამ რთულია ამ ჯილდოს მოგება. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ როდესაც გასახდელში შევედი, ყველა ჩემი თანაგუნდელი ჩემს სახელს ყვიროდა და ეს უფრო ფასეულია, ვიდრე სხვა პირადი აღიარება.

არ ვიცი, სალაჰის მომენტში სეზონის საუკეთესო სეივი იყო თუ არა, მაგრამ ნახევარფინალში გრილიშის სეივი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ასევე გამოვარჩევდი ფინალში მანეს დარტყმის მოგერიებას, პსჟ-სთან პენალტს, რთული ასარჩევია“, - თქვა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუამ ფინალში 9 სეივი მიითვალა, რაც მეკარისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში სარეკორდო მაჩვენებელია.

0.122718