მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ კილიან მბაპე დავიწყებულია და მისი კლუბი ისედაც საუკეთესო მოთამაშეებს დაიმატებს. პერესმა ასევე შეაქო კარლო ანჩელოტი და ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა.
„ბედნიერი ვარ, მთელი სეზონი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით. წელს ზოგადად, კარგი სეზონი გვქონდა, ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და ბევრი უშუალო კონკურენტი დავამარცხეთ. მართლაც დაუვიწყარო მატჩები გვქონდა.
კურტუა? მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და ამიტომაც მოვიყვანეთ „რეალში“. ანჩელოტი? ის, რომ მან ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო, რაღაცას ნიშნავს. კარლო კარგი დირიჟორია, კარგად იცნობს ფეხბურთელებს და მადრიდის „რეალს“.
მბაპე? ეს უკვე წარსულია, მბაპე დავივიწყეთ, ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. შესანიშნავი სეზონი გვქონდა და გავაგრძელებთ მუშაობას საუკეთესო ფეხბურთელების მოსაზიდად“, - თქვა პერესმა.