ფეხბურთი

2:08 | 29.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ფინალის საკვანძო მოთამაშე კაზემირო იყო"

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საკვანძო მოთამაშე კაზემირო იყო. იტალიელის აზრით, ბრაზილიელის თამაშმა გამარჯვებაში ყველაზე მეტად განაპირობა.

„ანჩელოტიმ თამაში შესანიშნავად მოამზადა, ყველა ფეხბურთის მხრიდან დიდი ტაქტიკური ყურადღება დავინახე. ამ მატჩის საკვანძო მოთამაშე კაზემირო იყო. როცა „ლივერპული“ საჯარიმოსთან მიდიოდა, ის ყოველთვის აჩერებდა მათ შეტევებს“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ლივერპულს“ ვინისიუს ჟუნიორის გოლით აჯობა და ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მე-14-ედ მოიგო.

0.101804