ფეხბურთი

23:26 | 28.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყება შეფერხდა, სტადიონზე უბილეთო ფანები აღმოჩნდნენ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დაწყების დრომ გადაიწია. როგორც უეფა ოფიციალურად იტყობინება, თამაში პარიზის დროით 21:36 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 23:36).

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაწყებული, თუმცა, თავიდან 15 წუთით გადაიწია, მერე კი 36 წუთით. უეფა იტყობინება, რომ „ლივერპულის“ ფანებმა სტადიონზე შეღწევა ვერ მოახერხეს, რის გამოც თამაშის დაგვიანებით დაწყება გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული მედია განსხვავებულ ცნობას ავრცელებს, რომლის მიხედვით სტადიონზე "ლივერპულის" უბილეთო ფანებმა შეაღწიეს, რამაც თამაშის დაწყება შეაფერხა.

0.121078