ფეხბურთი

23:00 | 28.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მზადაა ნეიმარის ტრანსფერზე შეთავაზებები განიხილოს

„პარი სენ ჟერმენი“ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნეიმარი გაყიდოს. ESPN-ის ცნობით, ფრანგული კლუბი ნებისმიერ წინადადებას მოისმენს და განიხილავს.

ჯერჯერობით, პარიზელებს ნეიმარის საბაზრო ღირებულება არ დაუწესებიათ, მაგრამ თუ კლუბი მისაღებ შეთავაზებას მიიღებს, არაა გამორიცხული ბრაზილიელი თავდამსხმელი გაასხვისოს.

პსჟ-მ ნეიმარი 2017 წელს „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ შეიძინა, რითაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

30 წლის ნეიმარმა „პარი სენ ჟერმენში“ დღემდე 144 მატჩი ჩაატარა და 100 გოლის გატანა შეძლო. მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109856