ფეხბურთი

13:38 | 28.05.2022 | ნანახია 464 - ჯერ

მაგუაირი "ბარსელონაში"?

კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულში დაცვის ცენტრის გამაგრებას გეგმავს და ამ პოზიციაზე ახალ ფეხბურთელს ეძებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბარსას“ ხელმძღვანელთა ინტერესის სფეროში „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ჰარი მაგუაირი მოხვდა. ესპანელებმა ფეხბურთელის სიტუაცია შეისწავლეს და შესაძლოა ინგლისურ კლუბს წინადადებით მიმართონ. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

29 წლის ინგლისელი მცველი „მანჩესტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 144 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მის კარიერაში ასევე იყო „შეფილდ იუნაიტედი“, „ჰალ სიტი“, „უიგანი“ და „ლესტერი“.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:23 | 29.05.2022
alexpool (563)

სტატიის ავტორო,აქ ერთი პროვოკატორი მომხმარებელია,ბაბუ ფლორენტინო,ჰოდა ეს ინფო წაშალე,თორემ ბოღმისგან გასკდება ეგ საცოდავი!

20:56 | 28.05.2022
baxt (1836)

ამის გადაყვანით ბარსელონას დაცვა არა მგონია გაძლიერდეს და მანჩესტერის დაცვა ნამდვილად გაძლიერდება.

0.057599