იტალიური „ჰელას ვერონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი იგორ ტუდორმა დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს. ტუდორი „ვერონას“ 2021-2022 წლების სეზონში ავარჯიშებდა და კარგი შედეგიც აჩვენა - ვერონულმა კლუბმა სერია A-ში მეცხრე ადგილი დაიკავა.
იგორ ტუდორს მანამდე სპლიტის „ჰაიდუკში“, პაოკში, „გალათასარაისა“ და „უდინეზეში“ უმუშავია, ხოლო 2020-2021 წლების სეზონში „იუვენტუსში“ ანდრეა პირლოს ასისტენტი იყო.