ფეხბურთი

12:20 | 28.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძე თურქეთის სუპერლიგის კლუბში ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ბერიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში, „ანკარაგიუჯუს“ რიგებში გააგრძელებს.

თურქულმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. გიორგიმ ანკარელებთან 2+1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელის. აღსანიშნავია, რომ „ანკარაგიუჯუმ“ გასული სეზონი ქვედა ლიგაში გაატარა, მაგრამ სუპერლიგის საგზური მოიპოვა და მომდევნო სეზონში უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს. ანკარულ გუნდში ორი წლის წინ საბა ლობჟანიძე თამაშობდა.

გიორგი ბერიძე ბოლო ორი სეზონი უნგრული „უიპეშტის“ რიგებში ირჯებოდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2020 წლიდან უნგრულ კლუბში გიორგიმ 62 თამაში ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

25 წლის ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში გორის „დილაში“, „ზესტაფონში“, „ტრენჩინში“, „უიპეშტში“, „გენტსა“ და „ლოკერენში“ აქვს ნათამაშები, საქართველოს ნაკრების მაისურით კი 5-ჯერ ითამაშა.

0.146501