იტალიის სერია A-ში ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო და თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 77:73 იმარჯვა, რის შედეგადაც სერიაში დაწინაურდა.
შენგელია ტრავმის გამო ორკვირიანი პაუზის შემდეგ პარკეტზე დაბრუნდა და 26 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 8-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შენგელია თანაგუნდელთა შორის შედეგიანობით მხოლოდ მარკო ბელინელისა (25 ქულა) და მოჰამადუ ჟაიტეს (13 ქულა) ჩამორჩა.
აქვე გეტყვით, რომ სერიის მეორე შეხვედრა „ვირტუსსა“ და „ტორტონას“ შორის 29 მაისს, ისევ ბოლონიაში გაიმართება.