ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ დაემხოს, თუმცა, მისი თქმით, მთავარი გუნდური შედეგია.
„დიახ, შემიძლია კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის მოხსნა, მაგრამ რეკორდები იმისთვის არსებობენ, რომ დაემხოს. ჩემთვის მთავარია მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. ძალიან მნიშვნელოვანია გოლის გატანა ან საგოლე პასის გაკეთება, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი გუნდის გამარჯვებაა.
ჩემი აზრით, კარლო ანჩელოტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ნამდვილად მსიამოვნებს მისი ხელმძღვანელობით მუშაობა. ის მეხმარება თავდაჯერებაში, მან იცის, როგორ ესაუბროს მოთამაშეებს და მოტივაცია მისცეს. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს“, - თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი და რეკორდი სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის (17 გოლი სეზონში).