ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი შესაძლოა ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გადავიდეს.
იტალიელი ჟურნალისტი ნიკო სკირა იტყობინება, რომ სტივენ ჯერარდი თავისი ყოფილი თანაგუნდელის გადაბირებითაა დაინტერესებული. სამხრეთამერიკელს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
აღსანიშნავია, რომ „ასტონ ვილაში“ ფილიპე კოუტინიოც თამაშობს და თავის დროზე სამივე მათგანი „ლივერპულის“ ლიდერები იყვნენ.
აქვე გეტყვით, რომ ლუის სუარესმა 2021-2022 წლების სეზონში „ატლეტიკოს“ რიგებში 45 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა. 35 წლის ურუგვაელს „ნასიონალში“, „გრონინგენში“, „აიაქსში“, „ლივერპულსა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია.