იტალიური „რომას“ ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინი კონფერენს ლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას უეფა ავრცელებს.
პელეგრინიმ განვლილ გათამაშებაში 10 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, „რომამ“ ფინალში როტერდამის „ფეიენოორდი“ 1:0 დაამარცხა და კონფერენს ლიგის ისტორიაში პირველი ჩემპიონი გახდა.