სხვა

11:41 | 27.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსანთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

ხვალიდან ალბანეთში სტარტს აიღებს ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით დღეს გაემგზავრა.

ქართველი ძალოსნები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფეცდერაციის წარმომადგენლებმა, გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა გააცილეს.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე მსოფლიოს უძლიერეს ძალოსანს ლაშა ტალახაძეს დააჯილდოვებენ. ქართველ ძალოსანს ევროპის საუკეთესო ძალოსნის პრიზი გადაეცემა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გულშემატკივრებმა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის გამოკითხვა ევროპაში პირველად ჩატარდა და ევროპის ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ჯილდო ელოდება ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესაც, რომელიც ძალოსნობაში შეტანილი წვილისათვის გუშინ სპორტული ღირსების ვერცხლის ვარსკვლავით დაჯილდოვდა.

ნაკრების გამოსვლის განრიგი საქართველოს დროით:

29 მაისი 16:00 სთ. (55 კგ.) - გოდერძი ბერდელიძე

29 მაისი 22:00 სთ (61 კგ.) - რამინ შამილიშვილი

30 მაისი 22:00 სთ (67 კგ.) - შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე

31 მაისი 22:00 სთ (73 კგ.) - კახი ასანიძე

2 ივნისი 19:00 სთ (89 კგ.) - რეზი დავითაძე

3 ივნისი 22:00 სთ. (96 კგ.) - ირაკლი გობეჯიშვილი

4 ივნისი 16:00 სთ (102 კგ.) - ირაკლი ჩხეიძე

4 ივნისი 19:00 სთ (109 კგ.) - გიორგი ჩხეიძე

4 ივნისი 22:00 სთ. (87 კგ,) - ანასტასია გოტფრიდი

5 ივნისი 18:00 სთ. (+109 კგ.) - ლაშა ტალახაძე

0.139815